Saturday, October 1, 2016

დღე მეცხრე

დღევანდელი დღე  იყო  ძალიან  საინტერესო ,  განვიხილეთ პროექტის  პორტფოლიოს  ჩვენება,   შესწავლილის გაზიარება.  ,პრეზენტაციის  მეთოდები.
ავტვირთეთ  ჩვენი  საქაღალდეები  ინტერნეტში.
დიდი  მადლობა  ჩვენს  ტრენერს.

ჩემი პროექტის პორტფოლიო

პორტფოლიოს  ბმული

Sunday, September 25, 2016

მერვე  დღე  დავიწყეთ  წყვილებში  მუშაობით განვიხილეთ  ერთმანეთის  ნამუშევრები  დაერთმანეთს  გავუზიარეთ  ჩვენი  შეხედულებები.
ვისაუბრეთ  შეფასების  დოკუმენტებზე
ვისწავლეთ  ფონოგრამების  ჩაწერა.

Saturday, September 24, 2016

დღეს  განვიხილეთ  მოსწავლეთა  პროექტების  შეფასება.
შეფასების  სტრატეგიები,შეფასების  ფორმების  შედგენა.
განვიხილეთ  მოსწავლის  სავარაუდო  ნაშრომისა  და  სასწავლო  პროექტის  გეგმა.
საინტერესო  და შრომატევადი  იყო  დრევანდელი  დღე
ამ  ყველაფერს  აუცილებლად  გამოვიყენებ  ჩემს  მოსწავლეებთან.

Sunday, September 18, 2016

მეექვსე დღე

დღევანდელი  დღე  დავიწყეთ  წყვილებში  მუშაობით ,  განვიხილეთ  ერთმანეთის  პრეზენტაცია,გავაანალიზეთ  ჩვენი  ნამუშევრები.
შემდეგ  ვიმუშავეთ  სასწავლო  ნიმუშების  შექმნაზე,
ვიმუშავეთ  მოსწავლის  სავარაუდო  ნაშრომის შექმნაზე.
ამ  ყველაფერს  გამოვიყენებ  სასწავლო  პროცესში.

პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია

Saturday, September 17, 2016

დღე V

დღეს  გავეცანით  21-ე  საუკუნის  უნარ-ჩვევების  მიღწევებს,ტექნოლოგიების    გამოყენებასთან  დაკავშირებული  სამართლებრივი  და  ეთიკური  პროექტის  მოდელირებას  და  სწავლებას
ინტერნეტის  გამოყენებას  კვლევისათვის.
დღევანდელი  ტრენინგი  ძალიან  საინტერესო  იყო  ბევრი  საინტერესო  რამ  შევისწავლეთ,  რასაც  აუცილებლად  გამოვიყენებ  სასწავლო  პროცესში.